27-10-2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა პოლიციას, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით პოლიცია თვალს ხუჭავდა ამაზე.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პოლიცია იძულებული გახდა ემოქმედა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაეკავებინა ის.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, რუსთაველის გამზირზე. ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ბატონი ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა. თუმცა, გვესმოდა ადამიანურად, მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. თუმცა, უკვე დღეს, სამწუხაროდ პოლიცია, იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება - დაკავება გამოყენებულიყო. ზაზა სარალიძე არის ს.ს.კ.-ს 353-ე პრიმა მუხლით დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.