გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: საგამოძიებო კომისია დაანონსდა თუ არა, წამოიშალნენ, სახე დაკარგეს, თავზე ხელი აიღეს და ყველაფერს კადრულობენ

14-01-2025

მოკლედ, კრაზანების ბუდეს, რომ ჩამოშლი, ისე დაემართათ რადიკალებს - საგამოძიებო კომისია დაანონსდა თუ არა, წამოიშალნენ, სახე დაკარგეს, თავზე ხელი აიღეს და ყველაფერს კადრულობენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, მართლმსაჯულება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისა და მისი გარემოცვის პასუხისგებით არ დასრულდება, ვინც რეჟიმის შექმნაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა, ყველას მოუწევს პასუხისგება.


„მოკლედ, კრაზანების ბუდეს, რომ ჩამოშლი, ისე დაემართათ რადიკალებს - საგამოძიებო კომისია დაანონსდა თუ არა, წამოიშალნენ, სახე დაკარგეს, თავზე ხელი აიღეს და ყველაფერს კადრულობენ.


იმიტომ, რომ ყველა კარგად ხვდება - მართლმსაჯულება მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისა და მისი გარემოცვის პასუხისგებით არ დასრულდება, ყველა ვინც რეჟიმის შექმნაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა, ყველას მოუწევს კისრის დადება დამოკლეს მახვილის წინ!


ერთია მოძალადე სისტემა და მეორე - ფინანსური, პოლიტიკური და საერთაშორისო ფაქტორები, რაც ამ სისტემას ასაზრდოებდა, რისი გამოძახილიც დღეს, ლიბერალური ფაშიზმის სახით ისმის! ასე რომ - დიდი ამბები იწყება "საყველიეში" და განაჩენის მოლოდინში, ყველა ერთად წამოიშალა, რომ ქაოსი მაინც შექმნან, იქნებ გადაურჩნენ დამოკლეს?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30