გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: არჩევნების დღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დასაცავად პოლიცია სრულად იქნება მობილიზებული

27-10-2018

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.


„ჩვენ დღეს კომისიაზე ფაქტობრივად წარმოვადგინეთ შემაჯამებელი შედეგები გამოძიების, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებდა. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლეს საქმეებზე უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია. ზოგადად არჩევნების კონტექსტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა რაოდენობა არ იყო ბევრი. სულ 6-7 ფაქტი იყო რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას ეხებოდა. 15 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე უმრავლესობის პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესების მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი დაეცვა და თითოეული საქმის გამოძიების დროს, ამ პრინციპით ემოქმედა. ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება უკვე არჩევნების დღეს, კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას იმისთვის, რომ არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება იქნეს უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031