გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი: სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი - თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

15-01-2025

„თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა „იმედინიუსთან“ ინტერვიუში საუბრისას.


ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც თითქოს ის ბათუმში იმყოფებოდა, რა დროსაც გიორგი გახარიამ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


„რატომ გაჩნდა ჩემი სახელი წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე იმასაც ამბობდნენ „იმედი“ იტყუება, გახარიას არ დაუწყია ფიზიკური ძალადობა, თავს დაესხნენო. ფაქტია, ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, - აცხადებს ლიპარტელიანი „იმედინიუსთან“ საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031