გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: კონფლიქტი დაიწყო გახარიამ - რა მნიშვნელობა აქვს, ჭიქა ესროლა, თუ სხვა რამე, რაც ჩანს ვიდეოზე, არის ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი - გამოკითხონ გახარია და გაირკვევა, რატომ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი

15-01-2025

არ დავიწყებ ახლა მორიგე და ვარცხნილი ფრაზებით „ძალადობა დასაგმობია, ცუდია“ და ა.შ. ჟონგლიორობას, როგორც ბევრი აკეთებს შესავლის სახით. კონფლიქტი დაიწყო გახარიამ - რა მნიშვნელობა აქვს, ჭიქა ესროლა, თუ სხვა რამე, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ტვ იმედის“ მიერ მოპოვებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა.


ანჯაფარიძის თქმით, ვიდეოში ჩანს ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის დროს და იგი მოითხოვს, რომ მოხდეს გიორგი გახარიას გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


„არ დავიწყებ ახლა მორიგე და ვარცხნილი ფრაზებით „ძალადობა დასაგმობია, ცუდია“ და ა.შ. ჟონგლიორობას, როგორც ბევრი აკეთებს შესავლის სახით.


კონფლიქტი დაიწყო გახარიამ - რა მნიშვნელობა აქვს, ჭიქა ესროლა, თუ სხვა რამე. რაც ჩანს ვიდეოზე, არის ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის დროს. გამოკითხონ გახარია და გაირკვევა, რატომ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, გამოჰკითხავენ სხვებსაც“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031