გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა

16-01-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.


სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს.


მხარეებმა შეხვედრაზე წარმოებებში დასაქმების, ბაზრების დივერსიფიცირების და ფასების რეგულაციების საკითხებზე იმსჯელეს.


როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან შეხვედრებზე განიხილება ყველა გამოწვევა და გადაწყვეტილებები შეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე მიიღება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30