გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია

27-10-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა. ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის. ამას ადასტურებს აფხაზური ენისა და

ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზაზე, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა დ სიმღერების შესრულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვეფხისტაოსანი“ ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ. დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფო ენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031