გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარიას, პირველ რიგში, დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის

16-01-2025

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს ქალაქ ბათუმში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიამ გაბედა და თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მისივე თქმით, გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის.


„გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს. შესაბამისად, გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031