გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: საპროტესტო აქციების გადაყვანა გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით უნდა შექმნას პრობლემები დასაქმებაშიც და საბიუჯეტო შემოსავლებშიც

17-01-2025

საპროტესტო აქციების გადაყვანა გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით უნდა შექმნას პრობლემები დასაქმებაშიც და საბიუჯეტო შემოსავლებშიც. შიდა და გარე პრესინგის ამ პოლიტიკური მდგენელის ამოცანაც ეს არის, აიძულონ „ქართული ოცნება“, დანიშნოს ახალი არჩევნები, ანუ მოახდინოს ხელისუფლების გადაბარება. სულ ეს არის ამ ბოლო ორთვიანი პროტესტის ანიც და ჰოეც, - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის წლიური დონე უფრო მაღალი იქნებოდა მეოთხე კვარტალში უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომ არ ყოფილიყო, რადგან პოლიტიკური დაძაბულობა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, პირველ რიგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და რეინვესტირების მაჩვენებლებზე.


„მიმდინარე წლის წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი, რომ მაღალი იქნება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშებიდანაც კარგად მოჩანს. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეალური ეკონომიკური ზრდით 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე.


გაეროს შეფასებით, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი 8,6%-ის დონეზე იქნება. ზრდის ამ ტემპით საქართველო მთელს მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. რეალური ეკონომიკის ზრდით საქართველოს მხოლოდ კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყანა - გაიანა უსწრებს, რომლის ეკონომიკის ზრდასაც სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების მოპოვება განაპირობებს. გაეროს ანგარიშთან სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის შეფასებაც.


მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, გაიზრდება რაც ემთხვევა საქართველოს მთავრობის ზრდის პროგნოზსაც. აღსანიშნავია, რომ უახლოესი წლების პროგნოზითაც 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება და ამ მაჩვენებლებითაც საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში. რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეკონომიკის რეალური ზრდის მაღალი მაჩვენებლის ეფექტი განპირობებულია დაბალი ინფლაციით, რაც მიმდინარე წელს 2% ფარგლებში, 2025 წელს 2,3% იქნება, ხოლო 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება. ზრდა რომ მაღალი იქნებოდა, მესამე კვარტლის მონაცემებიდანაც ჩანდა, როდესაც 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის წლიური დონე უფრო მაღალი იქნებოდა მეოთხე კვარტალში, უწყვეტი საპროტესტო აქციები რომ არ ყოფილიყო. ბუნებრივია, პოლიტიკური დაძაბულობა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, პირველ რიგში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და რეინვესტირების მაჩვენებლებზე.


ცნობილია, რომ პოლიტიკური დაძაბულობისას რეინვესტირების მაჩვენებელი მცირდება, რადგან ინვესტორები თავს იკავებენ ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რაც ამცირებს რა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობას, ნეგატიურად აისახება ზრდის კონტრიბუციაზეც. იგივე შეიძლება ითქვას მომსახურების ექსპორტზეც და ტურინდუსტრიაზე. პოლიტიკური ფაქტორის გარეშე ზრდა 2024 წელსაც ორნიშნა მაჩვენებელზე 10-10.5 %-ის ფარგლებში იქნებოდა. საპროტესტო აქციების გადაყვანაც გაფიცვის რეჟიმში ემსახურება ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას, რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით უნდა შექმნას პრობლემები დასაქმებაშიც და საბიუჯეტო შემოსავლებშიც. შიდა და გარე პრესინგის ამ პოლიტიკური მდგენელის ამოცანაც ეს არის, აიძულონ „ქართული ოცნება“, დანიშნოს ახალი არჩევნები, ანუ მოახდინოს ხელისუფლების გადაბარება. სულ ეს არის ამ ბოლო ორთვიანი პროტესტის ანიც და ჰოეც.


არანაკლებ საინტერესოა უახლოესი წლების ზრდის პროგნოზიც. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკა 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება და მაჩვენებლებითაც საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამასთან, ზრდის რეალური ფონი უფრო მაღალი იქნება, მსოფლიო ბანკის ზრდის წინასწარი პროგნოზები კონსერვატორულ მიდგომებზე იგება, რაც ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე დამდგარი შედეგები. თვალსაჩინოებისათვის მსოფლიო ბანკის 2023-2024 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები 4.5 - 5.5 %-ის ფარგლებში იყო“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031