გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლო ჩხეტიანი: ფონდმა „ქართუმ“ რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო, კომპლექსური პროგრამა განახორციელა

27-10-2018

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ქართული რაგბის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის ფონდმა უპრეცედენტო, კომპლექსური პროგრამა განახორციელა, რომელიც გულისხმობს როგორც ნაკრების ფინანსურ მხარდაჭერას, ისე ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ბაზების შექმნას.


"დღეს ჩვენ ბაზები გვაქვს როგორც თბილისში, ასევე თითქმის ყველა რეგიონში. ჯამში გაკეთდა და აღიჭურვა და რაგბს გადაეცა 15 სარაგბო კომპლექსი, რომელზეც განლაგებულია 27 მოედანი. ამ პროგრამის წყალობით, რომელზეც დაახლოებით 200მილიონი ლარი დაიხარჯა, შესაძლებლობას აძლევს ჩვენს რაგბს, ახალი გამარჯვებები მოუტანოს ქვეყანას. ვთვლით რომ ეს პროგრამა ერთერთი მიზეზია იმისა, რომ ქართული რაგბი ესოდენ წარმატებული გახდა და ჩვენი ნაკრები წლიდან-წლამდე აუმჯობესებს თავის შედეგს. ამის მიმაჩნია რომ პასუხი ამ ჩვენს აქტივობაზე გახდა ის რომ შარშან მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ფონდის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა, როგორც ერთმა ადამიანმა ერთი კონკრეტული ქვეყნის რაგბის განვითარებაში“,- განაცხადა ჩხეტიანმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031