გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: ბიზნესის მიერ სახელმწიფოსადმი „ფრონდა“( შანტაჟი) უპერსპექტივოა და იგი წარმატებით ვერ დასრულდება

27-10-2018

„ომეგა ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის გადახდის დაწყებას ეკონომიკური ექსპერტები ეხმაურებიან. გავრცელებული ინფორმაციით შეტანილია პირველი მილიონი ლარი და ეს კომპანია მომავალში აპირებს ვალის თანდათანობით გადახდას და პარალელურად, ითხოვს სამუშაო პროცესის განახლებას.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აცახდებს, რომ ეს ფაქტი რამდენიმე ასპექტით არის აღსანიშნავი.


„ჯერ ერთი, აშკარაა რომ „ომეგა ჯგუფმა“ გააცნობიერა, რომ ბიზნესის მიერ სახელმწიფოსადმი „ფრონდა“( შანტაჟი) უპერსპექტივოა და იგი წარმატებით ვერ დასრულდება; მეორე- დავალიანების თანხის გადახდა დაწყებულია არჩევნების წინ და არა შემდეგ, ანუ ფირმის ხელმძღვანელობა ბოლომდე აცნობიერებს, რომ როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნები, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს და სახელმწიფო პოლიტიკა და დამოკიდებულება ბიზნესისადმი არის და იქნება უცვლელი - სამართლებრივი, სამართლიანი და კატეგორიული. კანონით განსაზღვრული გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და ბოლომდე! მესამე-სახელმწიფომაც ბიზნესის მიმართ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები და კომპანიისთვის წარმოების განახლების შესაძლებლობისათვის მოუხსნა ინკასო ანგარიშზე და საბრუნავ საშუალებებზე“-აცხადებს სოსო არჩვაძე.


მისი ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისადმი გულისხმიერი და კომპლიმენტარული დამოკიდებულება ბიზნესი მხრიდანაც მოითხოვს ანალოგიურ დამოკიდებულებას მის მიერ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031