27-10-2018
„როგორც ჩანც ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო ალბათ ერთადრერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხვდა იმას, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელი და სავალდებულოა ვალის გადახდა“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებმიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ გადაწყვეტილება მისასალმებელია.
„რადგან „ომეგა ჯგუფმა“ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ვალის გადახდა, ამას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს შემხვედრი რეაქცია, რათახელი შეეწყოს ტელეკომპანია „იბერიას“, აღადგინოს მაუწყებლობა და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესინტერესს არ გადაყვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.