გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით

21-01-2025

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია,ბანკი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ბანკებს ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.


მისივე თქმით,გიორგი ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ და მას ხელს შეგნებულად აფარებენ რაზეც გამოძიებისთვის მასზე არსებული ინფორმაციის დამალვა მეტყველებს.


„გლობალური ომის პარტიასა და შვეიცარიის საბანკო სისტემას შორის აშკარა და ღია კოორდინაციაა.


ბანკი, სადაც განთავსდა აქტივი, კანონიერად ემსახურებოდა კლიენტს,მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილის მიერ არ გაკეთდა საჯარო განცხადება გლობალური ომის პარტიის მხილებით.


სწორედ ამ ანცხადებას მოჰყვა ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯიმ ო’ბრაიენის საპასუხო განცხადება ბიძინა ივანიშვილის მხილების უარყოფით და Julius Baer - მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა ბიძინა ივანიშვილისთვის.


ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, ბანკი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მაშინ როცა სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ბანკებს ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია.


ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ და მას ხელს შეგნებულად აფარებენ რაზეც გამოძიებისთვის მასზე არსებული ინფორმაციის დამალვა მეტყველებს.


ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოჩენილი უკანონობა სცილდება ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობას, ეს არის გლობალური ომის პარტიის შურისძიება ადამიანზე რომელმაც ომსა და სისხლისღვრას გადაარჩინა ქართული სახელმწიფო“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031