გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე

22-01-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ.


ანანიძის განცხადებით, ტრამპის ეს გზავნილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ნიშნავს, რასაც ოპოზიცია საქართველოში ხელოვნურად გამოგონილ თემას უწოდებდა და ჰომოფობიად მიიჩნევდა.


„აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ხაზარაძე. საქართველოში მიღებულ კანონს ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა და ხელოვნურად გამოგონილი თემა უწოდეს, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციის მე-2 თავთან“, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728