გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

23-01-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.


სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გვქონდა პირველი ვიზიტი. მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის. სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობაა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


აზერბაიჯანის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


„ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამო, საქართველოს უკავშირდება. გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ჩვენთვის თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებებს წარმოადგენს. ვფიქრობ, არაერთ ორმხრივად საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ფაიგ გულიევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728