გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეც კი ვერ ჩნდებიან

24-01-2025

იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე.


„გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031