28-10-2018
ბალერინას, ირმა ნიორაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს.
მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მონტე კარლოდან სპეციალურად არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
“დღეს დავბრუნდი მონტე კაროლდან!
მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა!
მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს!!
მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს!
კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზემი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს!
ჩამოვედი იმიტომ რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს!
მივალ და შემოვხაზავ 48-ს!“ - წერს ირმა ნიორაძე.