გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ათენის ცენტრში, 2 წლის წინ მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა

27-01-2025

ათენის ცენტრში, 2 წლის წინ სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. კერძოდ, შენიღბული პირები თავს დაესხნენ პოლიციას რა დროსაც გამოიყენეს ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილები”. პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი.


არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი, ხოლო დაშავდა რამდენიმე დემონსტრანტი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი.


აღსანიშნავია, რომ აქციები მიმდინარეობს მთელი საბერძნეთის მასშტაბით და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ბერძნები იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყანაში საბერძნეთის საკონსულოებთან და უერთდებიან უკიდურესად მძიმე მოვლენასთან დაკავშირებულ პროტესტს – 57 ადამიანის სიკვდილს, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728