28-10-2018
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან იმ პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.
მან საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე, საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სათავეში უდგას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.