გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

30-01-2025

2025 წლის 30 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.


შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, მინისტრის რანგში, სომხეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის.


მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.


ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობაზე და ტურიზმის მაღალ მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც სომხეთი მესამე ადგილზეა საქართველოში ვიზიტორებს შორის.


ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატს, რომელიც მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


მაკა ბოჭორიშვილმა არარატ მირზოიანი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.


ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031