გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე PACE-ს დატოვებაზე: ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და გვექცევიან ისე, როგორც კოლონიას

30-01-2025

„მექრთამე ევროპარლამენტარებმა ე. წ. რეზოლუციებით უკვე მერამდენედ მოგვთხოვეს კაცობა დატოვეთ და როთობა დაიწყეთო. ამიტომაც სავსებით სწორია ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი არ გვაქვს უფლებამოსილება ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაში, თავად შეაჩეროს იქ მუშაობა, ხოლო საქართველო დარჩეს ევროსაბჭოს წევრად,“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.


მისივე თქმით, ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ექცევიან ისე, როგორც კოლონიას.


„მექრთამე ევროპარლამენტარებმა ე. წ. რეზოლუციებით უკვე მერამდენედ მოგვთხოვეს კაცობა დატოვეთ და როთობა დაიწყეთო. ამიტომაც სავსებით სწორია ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება , მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი არ გვაქვს უფლებამოსილება ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაში. თავად შეაჩეროს იქ მუშაობა და ხოლო საქართველო დარჩეს ევროსაბჭოს წევრად. ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და გვექცევიან ისე, როგორც კოლონიას. უფრო მეტიც ქვეყანა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო რუსეთთან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მისთვის შეურაცხმყოფელია პრორუსულობის დაბრალება იმათ მიერ, ვინც თავად მდიდრდებოდა და მდიდრდება ახლაც ამ წუთებში უკრაინის უბედურების ხარჯზე რუსეთთან ვაჭრობით. მოკლედ მიმდინარეობს ქართული ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის. დარწმუნებული იყავით ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდება, ვინაიდან ჩვენი საქმე სამართლიანი“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30