გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოვითხოვთ

17-01-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ნარკოპოლიტიკის საკითხზე ისაუბრა.

„ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით მინდა ჩვენთვის, როგორც უწყებისთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ასპექტს გავუსვა ხაზი. პირველი – მოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა გახლდეთ პირველ რიგში ახალი მომხმარებლების არგაჩენა და მომხმარებლების რეაბილიტაცია. ამ კონტექსტში ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია და ე.წ. ლიბერალიზაცია არ უნდა აზღვევდეს წახალისების რისკს. მეორეს მხრივ რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულზე სასჯელის გამკაცრებას. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ისეთი კომპონენტები როგორიც არის მაგალითად სასჯელის ვადები ან შემოწმების ფორმები, გადახედვადია და აქ ჰუმანურობის გარკვეული კორიდორი გვაქვს. არის საშუალება, რომ უფრო პროგრესული გავხადოთ ჩვენი კანონმდებლობა; უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეგვექმნა გარკვეული სტატუს-კვო. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვთვლით, რომ ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება დღეს ნარკოპოლიტიკის მხრივ გახლავთ იმ გადაწყვეტილებებისთვის შემდგომი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანას მოხმარება ასე ვთქვათ, დაშვებულია. სინამდვილეში ეს ასე არ არის და შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ პირველ რიგში ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი. არის შესაქმნელი ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოგვცემს საშუალებას, არ მოხდეს წახალისება და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ამიტომ ეს მიმართულებაც ძალზედ მნიშვნელოვანია“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031