გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის სიუჟეტზე: ვერც წარმომედგინა ასეთი უშინაარსო და უაზრო თუ იყო ისევ ჟურნალისტიკა

28-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის შვილი, გიორგი ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მამამისმა ბოლო პერიოდში პოლიტიკური მოღვაწეობის დროს ააშენა, უარყოფს და აცხადებს, რომ სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2010 წელს თავად დაიწყო.


აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.


„გარე სამყარო შემოიჭრა ჩემს პირად სივრცეში და ეს განაპირობებს ამ პოსტის დაფიქსირებას.


რამდენიმე დღის წინ მოფრინდა დრონი ჩემს ეზოში, ძალიან არასასიამოვნო ხმაური გამოიწვია, ჩემი პატარა ცუგაც ძაან დაიძაბა.. გარეთ გავედი და დავინახე დრონი, რომელიც ჩემი დანახვისას ცოტა დისტანციაზე გავიდა და არ მიფრინავდა, იღებდა ჩემს და ჩემი მეგობრის, თეონა კონტრიძის სახლს(ეს არის ორი კერძო სახლი ერთი საერთო კედლით, თითო სახლის საცხოვრებელი ფართი არის 242 კვ.მ). ძალიან არასასიაოვნო აღმოჩნდა ჩემთვის ეს ფაქტი, მაგრამ არ ჩავთვალე სერიოზულად და ვესაუბრე კიდეც რამდნეიმე ადამიანს ამაზე, მაინტერესებდა თუ არსებობდა რაიმე რეგულაციები დრონებთან დაკავშირებით…

გუშინ, ჩემმა დამ გამომიგზავნა ჩემი სახლის ფოტო, „რუსთავი 2“ - ის ეთერიდან გადაღებული )) ვითომ ეს სახლი (ანუ ორი სახლი თან) ეკუთვნის მამაჩემს, გია ჟორჟოლიანს და ვითომ ეს მისი ბოლო წლების პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად აშენდა.


ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან მიკვირს ასეთი მასიური მედია საშუალებით ტყუილის განცხადება, რომ ნორმად არის მიჩნეული ამ მოგონილ ნერვოზში მძინარე საზოგადოებისთვის.


ეს სახლი მე და ჩემმა მეგობარმა, თეონა კონტრიძემ ავაშენეთ 2010 წელს. თეონამ თავისი მხარე მაშინვე დასრულებისკენ წაიყვანა, მე კი მხოლოდ 2016 წლიდან მოვახერხე ჩემი ხელით პირველ სართულზე საცხოვრებელი პირობების შექმნა და გადმოვიტანე სტუდია და მას მერე ვცხოვრობ აქ, ანუ ორი მესამედი ნაწილი ჯერ კიდევ სარემონტო მდგომარეობაშია, რაც მე არ მიშლის ხელს და ნელ-ნელა ჩემი ძალებით ვაკეთებ, მაგრამ ამ დეტალებზე საუბარი მიწევს უბრალოდ იმის გამო, რომ უცხო სხეული იჭრება ჩემს სივრცეში და შემდგომ ტელევიზიით გადაეცემა უამრავ ტელემაყურებელს ეს აბსურდი!

ამ სახლის მესაკუთრე ვარ მე, გიორგი ჟორჟოლიანი ოფიციალურად და მამაჩემს არანაირი კავშირი არ აქვს და ჰქონია ამ სახლის არც აშენებასთან და სულ ორჯერ არის ალბათ აქ ნამყოფი.


იმდენი ხანია ტელევიზიის სიუჟეტები არ მინახავს და რას გავს თურმე, ვერ წარმომედგინა ესეთი უშინაარსო და უაზრო თუ იყო ისევ ეს ჟურნალისტიკა, წლები გადის.. ))


ბევრად საინტერესო და ლამაზია ცხოვრება, არსებობა და ყველაფერი ამ მარაზმის გარეშე.


კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს პოსტი არ გამოიწვევს ჩემს ინტერაქციაში მოსვლას ამ სივრცეში.


ეს არის განაცხადი 27.10.2018, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერით ჩემი და ჩემი მეგობრის საკუთრების გადმოცემის და ზემოდან ზღაპრების მოგონების შესახებ“-წერს ჟორჟოლიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930