გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ARRIVAL: OTM 2025-ზე კომპანიებთან დავამყარეთ ურთიერთობები და უფრო მეტ ტურისტს ჩამოვიყვანთ ინდოეთიდან საქართველოში

3-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა. მუმბაის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია ARRIVAL-ის წარმომადგენელი მარიტა ეზუგბაია.


„ძალიან საინტერესო გამოფენაა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ საკმაოდ მასშტაბური გამოფენაა. ინდოეთი ძალიან დიდი და ამოუწურავია, ძალიან ბევრს აქვთ სურვილი იმოგზაუროს საქართველოში და კარგია, რომ აქ ტარდება ეს გამოფენა, ჩვენს კომპანიას შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიიღოს მუმბაის გამოფენაში და რაც შეიძლება ბევრმა გაიცნოს საქართველო. ჩვენ კომპანიებთან, ადგილობრივებთან პირადად დავამყარეთ ურთიერთობები და უფრო მეტ ტურისტს ჩამოვიყვანთ ინდოეთიდან საქართველოში“,-განაცხადა მარიტა ეზუგბაიამ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031