გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 558 755 ამომრჩეველი შეადგინა

28-10-2018

ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95%, (558 755 ამომრჩეველი) შეადგინა.

 

„აღნიშნულ მონაცემს თუ  2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს შევადარებთ, ამომრჩეველთა აქტივობამ  17.15% შეადგინა. 12 საათიანი აქტივობის მონაცემის მიხედვით, დღეს ყველაზე მაღალი აქტივობა  ამბროლაურის ოლქში დაფიქსირდა - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი ყაზბეგის ოლქში - 12%“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა. ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზების შესახებ:

 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ცესკოს  ინფორმაცია მოაწოდა, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული,  არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ  არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი დაატოვებინა; ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებული  28 ამომრჩეველი არის, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, 4 საარჩევნო უბანი  იყო დაკეტილი. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული არ  სიმართლეს შეესაბამება “, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში  აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031