გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Georgia By Car: მუმბაის ტურისტული გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული ტურისტული სექტორისთვის

4-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. OTM 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.


გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია Georgia By Car-ის წარმომადგენელი ირაკლი იმერლიშვილი.


„წელს პირველად მივიღე მონაწილეობა OTM-ზე მუმბაიში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული ტურისტული სექტორისთვის, ვიმედოვნებ, ძალიან კარგი შედეგები მექნება. ბევრ გამოფენაზე ვარ ნამყოფი როგორც ვიზიტორი, პირველად ვარ წარმოდგენილი როგორც კომპანია. ყველას ვუსურვებდი რომ სტენდით იყოს წარმოდგენილი და მიიღოს ასეთ დიდ გამოფენებში მონაწილეობა, რომელიც მოიზიდავს საქართველოში უფრო მეტ ტურისტს“,-ამბობს ირაკლი იმერლიშვილი.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.


ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728