გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Concierge Tbilisi: ინდოეთიდან ვაპირებთ მაღალშემოსავლიანი მოგზაურების შემოყვანას

4-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.


გამოფენის შესახებ საუბრობს, Concierge Tbilisi-ის წარმომადგენელი ნინო სხირტლაძე.


„ძალიან საინტერესო ბაზარია ინდოეთი, განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების კუთხით, რადგან გვინდა შემოვიყვანოთ უფრო მაღალშემოსავლიანი მოგზაურები, რომელიც მეტს დახარჯავს ჩვენს ქვეყანაში და ეს განავითარებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას, ვაპირებთ, რეგულარულად მივიღო მონაწილეობა მსგავს გამოფენებში. ძალიან მიხარია, რომ ღირსეული კომპანიები არიან ჩვენს პარალელურად წარმოდგენილნი და სწორ იმიჯს ვუქმნით საქართველოს და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე სოლიდურ გარიგებას გავაფორმებთ“, - განაცხადა ნინო სხირტლაძემ.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031