გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებსაც ისეთი მაღალი შეფასებები ექნება, როგორიც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა დაიმსახურეს

28-10-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი  დააფიქსირა. მან ხმა ვაკის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.

 

მინისტრის განმარტებით, საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილურობას დაუჭირა მხარი.დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნების დემოკრატიულ და გამჭირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

 

„გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენი უწყების მიერ   ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო დამკვირვებლები და მისიები არიან მოპატიჟებულნი,  მათ შორის უმთავრესი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეუთო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო და საპარლამენტო დელეგაციები“-განაცხადა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე არჩევნებსაც ისეთი დადებითი და მაღალი შეფასებები ექნება, როგორიც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა დაიმსახურეს.

 

„აქვე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 39 ქვეყანაში  56 საარჩევნო უბანია გახსნილია და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან საკონსულო აღრიცხვაზე დარეგისტრირებულები,  საშუალება აქვთ თავისი არჩევანი გააკეთონ“ - განაცხადა  საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930