გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ბოლნისში მძიმე პროვოკაციას გეგმავს

28-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისში პროვოკაციებს გეგმავს.


ამის შესახებ კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:


„მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, N40-ე და N43-ე უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე.

 

აპირებენ უბნის ჩაშლას, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული უმკაცრესი სანქცია, კანონომდებლობით და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით“-განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930