გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი: რუსთაველზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება

19-12-2017

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, რუსთაველზე ცოტა ხნის წინ დაჭრილ მოზარდს სულ ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული.

მისივე თქმით, პაციენტს დაზიანებები გულ-მკერდის არესა და წელის მიდამოში აღენიშნება.

„პაციენთი მოყვანილია შემტხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არესა და წელის მიდამოში. 
პაციენტი ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა.
სულ ოთი ჭრილობა აქვს. სავარაუდოდ, დანით. ჰემორაგმული შოკი აქვს. მიმდინარეობს მკურნალობა, სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“ - განაცხადა ექიმმა. 
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მუშაობს პოლიცია. ინციდენტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31