გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები

7-02-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკომისრების განცხადებები ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.


„ევრობიუროკრატია არ იცვლება. ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის ორი ახალი ევროკომისარის კაია კალასის, მარტა კოსის დღევანდელი მოწოდებები საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების დასტურია. თითქოს copy-paste აქვთ გადმოღებული აქაური ენჯეოების და ოპოზიციის ნარატივებიდან“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031