გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

9-02-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.


„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის - ჯამში 37 მოქალაქე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728