28-10-2018
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის, კრისტიან ვეგენის განცხადებით, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მათი დასკვნა ცნობილი ხვალინდელ პრესკონფერეციაზე გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს მისიიდან წელს ყველაზე ბევრი დამკვირვებელი აკვირდება.
“ამ არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი მაღალია. მინდა აღვნიშვნო, რომ ეუთოს მისიიდან ამ პროცესს ყველაზე ბევრი დამკვირვებელი აკვირდება. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები არის თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ობიექტურად შევაფასებთ საარჩევნო პროცესს და დასკვნას ხვალინდელ პრესკონფერეციაზე წარმოვადგენთ. ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები იქნება მშვიდობიანი, ქართველი ხალხი შეძლებს დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი დაა არჩევნების საბოლოო შედეგი თანხვედრაში იქნება ამომრჩევლის პოზიციასთან,“ - განაცხადა კრისტიან ვეგენიმ.