28-10-2018
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, „როგორც ჩანს საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნასთან ან მიზანმიმართულ პროვოკაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“, კერძოდ მისი წარმომადგენლის მურთაზ ზოდელავას მხრიდან“.
„საარჩევნო უბნებზე, შენობის გარეთ საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის პლაკატების გაკვრა აკრძალული არ არის. შესაბამისად მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ, არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში და "ჭიქაში ქარიშხლის" დატრიალება მათ არ გამოუვათ“-აცხადებს ქვარაია.