გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ ამომრჩევლებს, პირველივე ტურში გავცეთ პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას

28-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით "მთელ რიგ პროვოკაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან"-არ ფიქსირდება.

პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მთელ რიგ სუბიექტებს, დაიცვან კანონმდებლობის ნორმები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან.

"აქვე, გაცნობებთ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, თუმცა რა თქმა უნდა ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე.

შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას.

აქვე ვიტყვით, რომ განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელიც თავს უფლებას აძლევს აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაცხადებულ მონაცემებზე. ამის დასტური იქნება რა თქმა უნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოვაცხადებთ და რაც მთავარია, ამის დასტური იქნება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ"-განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930