გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

28-10-2018

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.


„პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მოსული იყო არჩევნებზე და თავისი ნება დააფიქსირა. მინდა განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გადავუხადო, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო. მნიშვნელოვანია ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის.


რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. როდესაც დათვლის შედეგად მიღებული ციფრები გვექნება, ოფიციალურად გამოვაცხადებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ“-განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031