გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ასეულობით მილიონს ხარჯავდა აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მედიაზე - აბონირებით, პირდაპირი დაფინანსებით, სასურველი ნარატივი გაეტარებინა და „რადიო თავისუფლება“ ამის ყველაზე კარგი მაგალითია

14-02-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ გავრცელებულ ინფორმაციას „საპენსიო სააგენტოს“ მიერ Facebook-ში, ინფორმაციის გასავრცელებლად, რეკლამის ყიდვის აუცილებლობაზე.


ქადაგიძის თქმით, მთელი სკანდალია, რომ ასეულობით მილიონს ხარჯავდა აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მედიაზე - აბონირებით, პირდაპირი დაფინანსებით და ა.შ, რომ მათთვის სასურველი ნარატივი გაეტარებინა და „რადიო თავისუფლება“ ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როგორც სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა.


„ეს ნაგლი პროპაგანდისტები. მთელი სკანდალია, რომ ასეულობით მილიონს ხარჯავდა აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მედიაზე - აბონირებით, პირდაპირი დაფინანსებით და.ა.შ - რომ მისთვის სასურველი ნარატივი გაეტარებინა და „რადიო თავისუფლება“ ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როგორც სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა, და ესენი საპენსიო სააგენტო ფეისბუკზე რატომ ბუსტავს თავის ინფორმაციასო“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728