გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

29-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდისგან მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს პირველ ტურში გამარჯვებისთვის ძალიან ცოტა დააკლდა.


როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 1000 უბნიდან მიღებული მონაცემების შედეგად, დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.


„ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. ეს დაახლოებით ამ შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის. მეორე ტურში გამარჯვებაში კი დარწმუნებულები ვართ“, - აღნიშნა კობახიძემ.


რაც შეეხება ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, მისი თქმით, ცესკოს მონაცემებთან ეგზიტპოლის შედეგების აცდენა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 44% კითხვას უპასუხოდ ტოვებდა.


„გვაქვს ასეთი სურათი, რომ ცესკოს მონაცემები აცდენილია ორივე ეგზიტპოლს. ამას შესაძლოა თავისი მიზეზები ჰქონდეს რასაც ჩავეძიებით. ეგზიტპოლზე პასუხს დაახლოებით 44% არ სცემდა და ეს უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ გარკვეული აცდენა სახეზე გვაქვს. აცდენილია ეგზიტპოლის შედეგებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები, ასევე გარკვეულწილად ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031