გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: გახარია და სალომე იქეთ იყოს, ევროკავშირს არ ასწრებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და თქვენ სად ბანაობთ? ტაივანის წყლებში?

15-02-2025

ისე, ქალბატონო თინა, გახარია და სალომე იქეთ იყოს, ევროკავშირს არ ასწრებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, არაკომპეტენტური სტრუქტურები ჰყავთ და მათი ადგილი არ არის სამშვიდობო შეთანხმების მაგიდასთანო, ვიქტორ ორბანმა თქვა პირდაპირ და თქვენ სად ბანაობთ? ტაივანის წყლებში?, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის თქმითაც, მიუნხენის კონფერენციაზე „ჩვენს გარეშე ხელი არაფერს უნდა მოეწეროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიღაც მაინც იყოს, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს და ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ბოლო, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვინც დაიცავს და იბრძოლებს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის“.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ახლა უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ამ კონფერენციაზე ცნობილი ქართველი, უსამშობლო ჯაშუშების დასწრება „დიფ სთეითმა“ დაალაგა, სადაც ჯერჯერობით საკმაოდ „დიდი ხელი“ აქვს.


„ტაივანიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თქვა, საქართველოს გარეშე ხელი არ უნდა მოეწეროს არანაირ სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის და რა სასიხარულოა, რომ მიუნხენის კონფერენციას ზურაბიშვილი და გახარია ესწრებიანო... ჯერ ერთი, ახლა უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ამ კონფერენციაზე ცნობილი ქართველი, უსამშობლო ჯაშუშების დასწრება „დიფ სთეითმა“ დაალაგა, სადაც ჯერჯერობით საკმაოდ „დიდი ხელი“ აქვს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. როგორ გინდა არ დაეთანხმო ტაივანიდან დაფინანსებულ ხიდაშელს, აბა, რაა, გახარიას გარეშე რა შეთანხმებას მოაწერენ ხელს? ან რა ეჭვშესატანია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ზურაბიშვილი იტყვის... ისე, ქალბატონო თინა, გახარია და სალომე იქეთ იყოს, ევროკავშირს არ ასწრებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, არაკომპეტენტური სტრუქტურები ჰყავთ და მათი ადგილი არ არის სამშვიდობო შეთანხმების მაგიდასთანო, ვიქტორ ორბანმა თქვა პირდაპირ და თქვენ სად ბანაობთ? ტაივანის წყლებში?“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031