29-10-2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია დღეს პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც 28 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობასა და არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს.
ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 16:00 საათზე გაიმართება.
NDI-ს სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.