გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი ცესკოს წარმომადგენელს: მაინტერესებს, 2012 წელს რაც ხდებოდა არჩევნების დღემდე, რა ფაქტები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ. კონკრეტულად, ნათია მოგელაძის სამსახური რამდენად აისახებოდა ცესკოს საქმიანობაზე

17-02-2025

მაინტერესებს, 2012 წელს რაც ხდებოდა არჩევნების დღემდე, რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ.


კონკრეტულად, თეა წულუკიანი დაინტერესდა მაშინდელი აუდიტის სამსახურის საქმიანობით, რომელსაც პარტიების ნაწილში ხელმძღვანელობდა ნათია მოგელაძე, რამდენად აისახებოდა ცესკოს საქმიანობაზე.


„მესამე არჩევნები ეხება 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებს და უფრო ზუსტად წინარე პერიოდს. მე გახლდით სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ, გერმანელი დეპუტატი შვაბე წამოდგა ასამბლეაზე და პლენარულ სხდომაზე განაცხადა სამარცხვინოდ, რომ ვეთანხმები იმ მოსაზრებასო, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნების დღეს არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ არჩევნების შედეგები პრობლემაა იმის გამო, რაც ხდება არჩევნების შემდეგ ქუჩაშიო. ეს არის სამარცხვინო განცხადება, ანგაჟირებული პოლიტიკურად და მიკერძოებული.


ახლა მე მაინტერესებს, 2012 წელს რაც ხდებოდა არჩევნების დღემდე, რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. კონკრეტულად, მაშინდელი აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელსაც პარტიების ნაწილში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათია მოგელაძე, როგორ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენად აისახებოდა ცესკოს საქმიანობაზე, ვინაიდან იქ ხდებოდა დაბარება რიგითი ამომრჩევლების, მათდამი უდიერი და დამამცირებელი მოპყრობა, დაჯარიმება და ბოლომდე, ასე ვთქვათ, ეკონომიკურად შეჭირვებული, ისედაც შეჭირვებული ოჯახების უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდება, ქონებების წართმევა და ამომრჩევლების დაშინება. ასევე, სატელევიზიოდ გამოსაყენებელი თეფშების დაპატიმრება და ასე შემდეგ.


ეს ქმნიდა იმ გარემოს, ბატონ შვაბეს თუ დავესესხები, რომელიც შემდეგ განაპირობებდა ცესკოს ასეთ თუ ისეთ ვითარებაში საქმიანობას და უკვე პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის აგებდა გზას, ასე ვთქვათ. რა გზას აგებდა ამას ჩვენ შევაფასებთ შემდეგ, რამდენად ამ გზის დამგეგმავს რა გამოუვიდა და რა არ გამოუვიდა, მაგრამ თქვენს ნაწილში ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ან თუ არ გაქვთ მაშინ კითხვა მოინიშნეთ და მომავალში წერილობით მოგვაწოდეთ, რა ვითარებას ქმნიდა ცესკოს საქმიანობისთვის პარტიების სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მოგელაძის ამდაგვარი საქმიანობა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728