29-10-2018
არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 38.66%-ით ლიდერობს.
მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 37.70%-ით.
მესამე ადგილზე გავიდა „ევრიოპული საქართველოს“ კანდიდატი, დავით ბაქრაძე 10.97%-ით.
50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, ანუ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკოში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.