გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, იმ გმირი ფიგურების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს

18-02-2025

„მან 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„სჯობს, გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა როგორც მეცენატის, რომელიც თავის ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, ეკონომიკისა და სპორტის სფეროებში უჭერს მხარს. მან 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ის ქველმოქმედია, იმ გმირი ფიგურების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს. ის შთააგონებს ხალხს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


მან ასევე არჩევნებთან და ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი“. მანვე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე საუკეთესო კამპანია ჩაატარა.


„რაც შეეხება ყოველდღიურ აქციებს – რას აპროტესტებენ ეს ახალგაზრდები, ჩემი შვილების თაობის წარმომადგენლები? ჩემი აზრით, ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი. რატომ ვაყენებ ამ ჰიპოთეზას? იმიტომ, რომ არჩევნებში დაახლოებით 18 პარტია მონაწილეობდა. ყველა მათგანის, ვინც 5%-იან ბარიერს უახლოვდებოდა, შედეგები დიდწილად ემთხვეოდა წინასწარ ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებს.


ჩვენი ჟურნალისტებიც აკვირდებოდნენ პროცესს. აღინიშნა, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქებდნენ გამოყენებულ ტექნოლოგიებს და აცხადებდნენ, რომ შედეგების გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. არჩევნებზე 2.2 მილიონი ამომრჩეველი მივიდა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საუკეთესო კამპანია ჩაატარა, ალბათ იმიტომ, რომ პარტიას ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ამომრჩევლებთან“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031