გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და სამეგრელოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

18-02-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და სამეგრელოში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


"შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წელათში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 3 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეის სოფელ შუშანეთშიც.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 უკანონო სახერხი საამქრო სამეგრელოში გამოავლინეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 9 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.


ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.


ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე" -აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728