გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში: გამჭვირვალობის კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს და ვაცხადებ ამას ადამიანის უფლებების, სამართლებრივი სახელმწიფოს და კონსტიტუციის პატივისცემის ცოდნით

18-02-2025

მე კარგად ვიცნობ ამ საკითხს, რადგან ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დასმული კითხვის პასუხად.


„როდესაც ვსაუბრობ ჩემს გამოცდილებაზე ევროპაში, ვფიქრობ საწინააღმდეგო აზრის პატივისცემაზე, ადამიანის უფლებებსა და შემწყნარებლობაზე. ჩემი აზრით, იყო ევროპელი მოქალაქე ნიშნავს, შემეძლოს ინფორმაციის შედარება, რომელსაც რამდენიმე წყაროდან ვიღებ, რათა აზრი ჩამოვაყალიბო. როდესაც ეს კანონპროექტი დავაინიცირეთ, პარლამენტის წევრებმა შექმნეს მავნე გარემო მათი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დახმარებით. და, სამწუხაროდ, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იყო ის, ვინც წამოიწყო ეს პროცესი, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მე, როგორც პარლამენტის წევრს, არ შემიძლია კანონპროექტის ინიცირება ჩემს ქვეყანაში, მისი განხილვის გარეშე. ისინი მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, არ წაეკითხათ ეს კანონპროექტი. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ყველა უნდა იყოს ინფორმირებული. რატომ ასეთი რეაქცია? იმიტომ, რომ ეს „რუსული“ კანონი იყო. შემდეგ ეს მოსაზრება [„რუსულ“ კანონზე] ერთხმად აიტაცეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.


მან ასევე უპასუხა კითხვას, „ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევაზე საქართველოს შიდა საქმეებში. არის თუ არა აშშ პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების აჯანყების ორგანიზებაში, ირაკლი კობახიძის ახალი მთავრობის დანიშვნის შემდეგ?“

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს.


„საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებზე, გვერდი აევლოთ ამ კანონებისთვის. ჩვენ მზად ვიყავით მათი განხილვისთვის ყველასთან ერთად. ჩვენი აზრით, გამჭვირვალობის კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს და ვაცხადებ ამას ადამიანის უფლებების, სამართლებრივი, სახელმწიფოს და კონსტიტუციის პატივისცემის ცოდნით. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი ზურგს აქცევენ საქართველოს, ისევე, როგორც ევროპა, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ საკუთარი ინტერესები განსაკუთრებით ევროკავშირის შიგნით. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო რეზოლუცია, რომელსაც 500 [ევრო] დეპუტატი აწერდა ხელს, რომლებიც ითხოვდნენ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას და ამტკიცებდნენ, რომ მას პატიმრობის ცუდი პირობები ჰქონდა, მაშინ, როცა მისი რეალური მდგომარეობა არ იყო გადამოწმებული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728