29-10-2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.
„გამოიკვეთა ამ ეტაპისთის, უკვე, ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. ეს არის ცხადი, იმ ათასი უბნის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც არის წარმოდენილი ჩვენს წინაშე წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის არსებული მდგომარეობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.