გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლორა თორნტონის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ

20-02-2025

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდეს.


გამოცემა Civil.ge-სთვის დაწერილ სტატიაში, სახელწოდებით „როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?“ თორნტონი აღნიშნავს, რომ წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს.


„ერთმნიშვნელოვანი გზამკვლევი არ არსებობს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭირო ფაქტორები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითობაზეც არის დამოკიდებული. ხშირად მმართველი ელიტის შიგნით არსებული ბზარები ან ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის“, - წერს თორნტონი.


ზოგჯერ კი, მისი აზრით, ყველაზე მასშტაბური და კრეატიული მოძრაობებიც – მაგალითად, ჰონგ-კონგის „ქოლგის მოძრაობა“ – მარცხდებიან, თუ მოწინააღმდეგე ძალა გადაულახავი აღმოჩნდა.


„თუმცა, წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს. გადამწყვეტი არ არის თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე მკაცრი რეაქცია – სანქციები, არაღიარება, ემბარგო (ამის მაგალითია ვენესუელა)“, - დასძინა თორნტონმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728