გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო

29-10-2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს

 პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და ხელი შეუწყვეს ამ პროცესის გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე წარმართვას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, „მათ დაუღალავად იმუშავეს უწყვეტ რეჟიმში, მოემსახურნენ ამომრჩევლებს და ასახეს მათი ნება არჩევნების შედეგებში“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამასთან ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია შემდგომშიც ექნება შესაბამისი რეაგირება.

ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათიდან მზად იყო ამომრჩეველთა მისაღებად და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად შეეძლოთ. საღამოს 20:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ამასთან ცესკომ ოქმების გამოქვეყნება შედეგების ვებგვერდზე დაიწყო 22:00 სთ-იდან.

ჩვენ, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში გავაცანით საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 512 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. 

28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია” - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით (საარჩევნო უბნების თითქმის 100 %).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031