გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Bookinghub.ge - პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა

20-02-2025

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი ბუქინგჰაბი 2024 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებთან.

 

Bookinghub.ge არის პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სილამაზის სალონების, ესთეტიკისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების, სტომატოლოგიური კლინიკებისა თუ კაბინეტების სხვადასხვა სერვისს.

 

ეს არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მარტივად და სწრაფად, ერთი ფანჯრის პრინციპით, ონლაინ დაჯავშნოს სასურველი პროცედურა მისთვის მოსახერხებელ დროს შერჩეულ სპეციალიტთან. ამასთანავე, Bookinghub.ge-ის საშუალებით შესაძლებელია მიიღო სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია შენთვის საინტერესო პროცედურის ღირებულებისა და  ხანგრძლივობის შესახებ. პლატფორმა სერვისის დაჯავშნის პროცესს კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.

 

B2B მიმართულებით Bookinghub.ge ბიზნესებს აძლევს საშუალებას ონლაინ ჯავშნები მიიღონ პირდაპირ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც მათ ეხმარება, რომ თავიანთი საქმიანობა უფრო წარმატებული, სერვისის შეთავაზების პროცესი კი მეტად კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადონ.  ამასთანავე, შეინარჩუნონ კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი, რომელიც ბიზნესის წარმეტების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728