გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

21-02-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის  3 ფაქტი გამოავლინეს.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 18 კგ თევზი.


თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის მიმდებარედ, მდინარე კაბალზე. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ღორჯოს სახეობის ნახევარ კილოგრამამდე თევზი.


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე კი, მოქალაქემ, ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 5 კგ თევზი. 


ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031